Digest Logo

🎥 „დავიბადე კავკასიონის მთების უკან, პატარა სამოთხეში...“- გაიცანით 80 წლის ლილი მურთაზაშვილი, რომელიც მატყლის დამუშავების საუკუნოვან ტრადიციას ინახავს

1731586900
 ლილი მურთაზაშვილი

80 წლის ლილი მურთაზაშვილი „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფი მასპინძელი გახლდათ თუშეთში. ლილი მურთაზაშვილმა კამერებთან ისაუბრა იმ ხელსაქმეზე, რომელსაც წლებია ემსახურება და ქართველ ხალხს, მატყლის დამუშავების საუკუნოვან ტექნიკას უნახავს:

„სანამ სკოლაში შევიდოდი, ანბანზე ადრე ყველანაირი თუშური ხელსაქმე მქონდა შესწავლილი, თუშისს ქალის ხელს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ცხენის აღკაზმულობა, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. მე ვარ ლილი მურთაზაშვილი, დავიბადე კავკასიონის მთების უკან, პატარა სამოთხეში, რომელსაც თუშეთს ეძახიან. თუშური ცხვრის მატყლი განსაკუთრებულია საღებავების მიმართ. ამას განაპირობებს ის მცენარეული საფარი, რომლითაც თუში ცხვარი იკვებება. აი ცირცელით კიდევ ვღებავ, მურაბასაც ვაყენებ, ლიქიორსაც. აზერბაიჯანში დატვირთულ ტრაილერებს გააქვს ეს მატყლი. იმდენად ძვირი ჯდება ტრანსპორტირება თუშური მატყლის, რომ ზოგიერთი ადამიანი მას წვავს. სწორედ ამან მაიძულა გამეცნო მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობა“, - ჰყვება ლილი მურთაზაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„კიდევ ერთი მაგარი ბიჭი დაკარგა ბორჯომმა...“ - ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „წარმატებები ძმებო...“ - გიორგი მამარდაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი საზოგადოებას მიმართავენ

🎥 „გამიმართლა, მისგან არანაირი შეზღუდვა არ მქონია...“ - დავით კვირცხალია მეუღლეზე