მსახიობი დავით კვირცხალია, რომელიც საზოგადოებამ არა ერთი ფილმიდან და სპექტაკლიდან შეიყვარა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა.
იგი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთ-ერთ მთავარ, გრიშა კაკაჩიას როლს თამაშობდა, ამის შემდეგ საზოგადოებაში უფრო პოპულარული გახდა.
დავით კვარაცხელიამ გადაცემაში გაიხსენა მეუღლე, რომელიც მისი პირველი სიყვარული გახლდათ:
„ჩემი მეუღლე ჩემი სკოლელი იყო, შესაბამისად პირველი სიყვარულიც იგი არის. თავიდან მომწონდა თან მეზობლად ვცხოვრობდით. იმის ოჯახმაც და ჩემმა ოჯახმაც იცოდნენ რაღაც რომ ხდებოდა. არ გაჰკვირვებიათ ხელის სათხოვნელად რომ მივედი. ახლა არც ერთი აღარ არის ცოცხალი თუმცა არაჩვეულებრივი ხალხი იყვნენ. ორივე მხარემ გადავიხადეთ ქორწილი და დიდი ზარ-ზეიმი იყო. მეუღლე პროფესიით ბიოლოგია. გამიმართლა, რადგან არანაირი შეზღუდვა მისგან არ მქონია, მათ შორის პროფესიაშიც. არასდროს ჩემ საქმეში არ ჩარეულა. არ უეჭვიანია არასდროს“, - აღნიშნა დავით კვირცხალიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: