15 ნოემბერს, საქართველოს საფეხბურთო 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ხორვატიას მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გიორგი გოჩოლეიშვილისა და გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა. ფეხბურთელები საზოგადოებას მოუწოდებენ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ჩვენს ფეხბურთელებს და მივიდნენ მიხეილ მესხის სტადიონზე:
„შარშანდელი ზაფხული და ევროპის ჩემპიონატი ყველას გვახსოვს, წელსაც გვინდა რომ იგივე გავიმეოროთ. ხვალ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ეთამაშება ხორვატიას. მოგიწოდებთ მოხვიდეთ სტადიონზე და უგულშემატკივროთ ბიჭებს. წარმატებები ძმებო“, - ამბობენ ფეხბურთელები ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამიმართლა, მისგან არანაირი შეზღუდვა არ მქონია...“ - დავით კვირცხალია მეუღლეზე