ინფლუენსერი სოფია ნურაშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ „პრაიმ-ჰაუსიდან“ გაიცნო, სტუმრად გადაცემაში „ამბავი“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანი ყველასათვის ნაცნობი სალომე გოგიაშვილია.
სოფია ნურაშვილმა ისაუბრა ცხოვრების რთულ მომენტებზე, ბულინგზე და წონის პრობლემაზე:
„ახლა მე საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ, რადგან ამისთვის ძალიან დიდი გზა გავიარე. საქართველოში არ აფასებენ ლამაზ ქალებს. ლამაზ ქალებს უფრო მეტი კომპლექსი აქვთ, ვიდრე პირიქით.
ვიწონიდი 140 კილოს და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვიყავი სპორტით და ცეკვით დაკავებული. საკმაოდ რთული გრაფიკი მქონდა. ამიტომ საჭმელი ჩემთვის განტვირთვა იყო. დავიკლებდი 40 კილოგრამს, შიმშილით, დიეტებით. ალბათ ჩემზე გამძლე ადამიანი ამ საკითხში არ მეგულება. სხვების თვალში ვიყავი უნებისყოფო ადამიანი.
ყველა რომ მიმითითებს მსუქანი ხარ, ეს არის დისკომფორტი, ჩემ თავს ვხედავდი და გარეგნობა ჩემთვის პრიორიტეტი არ იყო. ჭარბწონიანობა არის რთული. მათ შორის ტანსაცმელების შეძენის კუთხით. ბოლოს გავიკეთე ბარიატრიული ოპერაცია. დიაბეტი არ მქონია თუმცა ინსულინ-რეზისტენტი ვიყავი“, - ჰყვება სოფია ნურაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს
🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა