Digest Logo

🎥 „როცა ვიღვიძებ, ერთი საათი მჭირდება, რომ ძვლები ავაწყო ერთმანეთზე...“ - როგორია ნინო ხაჟომიას ცხოვრება კიბოს დიაგნოზის შემდეგ

1792665611
ნინო ხაჟომია

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.

ვარდისფერი ოქტომბრის მთავარი გზავნილი წლების განმავლობაში უცვლელია: დაავადების ადრეული აღმოჩენა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს!

ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა, ერთ-ერთია ვინც ყოველთვის ღიად, საჯაროდ და გულწრფელად აზიარებს თავის გამოცდილებას როგორც ონკოპაციენტი. იგი „გვანცას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც რთულ გადაწყვეტილებაზე, ოჯახის მხარდაჭერაზე, რეციდივის მუდმივ შიშზე ისაუბრა:

„კიბო არის გამოცდილება და კიბოს შემდეგ ცხოვრებაც არის გამოცდილება, ეს არ არის ის ცხოვრება, რაც ადრე გვქონდა, სამწუხაროდ, მაგრამ ხშირად სოციუმი, ოჯახი გვთხოვს, რომ ის ძველი ადამიანები ვიყოთ, რაც კიბომდე ვიყავით. ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ ჩვენს მსოფლმხედველობას მთლიანად ატრიალებს კიბო და მეორე, მიუხედავად იმისა კარგად გამოვიყურებით თუ არა, ეს არის მუდმივი ბრძოლა ყოველდღიურობისთვის, რომ ელემენტარული ფეხზე ადგე. ჩემი დილა იწყება 6:00 საათზე და რატომ იწყება? იმიტომ კი არა, რომ არ მეძინება, არ მაძლევს ძილის საშუალებას ის, რომ ვარ მუდმივად დაბუჟებული და მერე რომ ვიღვიძებ, ერთი საათი მჭირდება რომ ძვლები ავაწყო ერთმანეთზე და ლოგინიდან გადმოვიდე. 

თუ დღეს რემისიაში ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ჯანმრთელი იმიტომ, რომ არაფერი არ გაწუხებს. ჩვენ ვსვამთ წამალს, რომელიც იმდენ გართულებებს იწვევს, რომ ბევრი ქალი ამ წამალზე უბრალოდ უარს ამბობს. 

იცი რა შემემთხვა? ჩემს მეგობარს მივულოცე მამის დაბადების დღე, რომლის გასვენებაში შარშან ამ დროს ვიყავი მე. რა თქმა უნდა, ბოდიში მოვიხადე, მაგრამ ეს რა არის იცი? წამალს, რომელსაც ვიღებ, ჰორმონია და პირდაპირ წერია, რომ იწვევს ტვინის დაბინდვას. 

„შენ ხომ ჯანმრთელი ხარ, რა კარგად გამოიყურები“ - აქ არ მთავრდება კიბო სამწუხაროდ, კარგად გამოვიყურებით, რადგან ჩვენ სიკვდილი უკვე დავინახეთ, საკუთარ თავს ვცემთ პატივს, რომ არ დავენახვოთ სხვას ისეთები, როგორიც დილით, 6 საათზე ახალგაღვიძებულები ვართ. ამის იქით არის მუდმივი ბრძოლა, მუდმივი ყოველდღიურობა საკუთარ სხეულთან. პირველი, რომ ნდობა აღადგინო სხეულთან, რომელმაც ერთ დროს გიღალატა, მაგრამ რომელმა რომელს უღალატეთ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია “, - ამბობს ნინო ხაჟომია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა თაობას ვზრდით? აღზრდა ძალადობა არ არის, დისციპლინა დამცირება არ არის!“ - რას წერს მედეა ადამია

⭕22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

⭕ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ გიორგი ნემსაძეს

✕