ხონში, კინჩხას კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ტრაგედიას ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მადლობას უხდის ხალხს მისი ტკივილის გაზიარებისთვის.
„ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: