ჟურნალისტი ნონა დათეშიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, მომღერალი - ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ლევანი მძიმე სენს ებრძოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოვიდის შემდეგ, ძვლის დაშლა განუვითარდა.
14 წლამდე დაკავებული იყო სპორტით, დაიბადა ძიუდოისტების ოჯახში , თუმცა 15 წლის ასაკში ტრავმის გამო მოუწია თავის დანებება, სკოლის დამთავრების შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა მუშაობდა იურისტად და მიხვდა მალევე, რომ სიმღერის გარეშე არ შეეძლო.
2018 წელს მონაწილეობა მიიღო რუსულ მუსიკალურ პროექტში, სადაც ქართული სიმღერები შეასრულა. ამის შემდეგ ის კონსტანტინე მელაძის ჯგუფში მოხვდა.
ინფორმაციისთვის, ლევანმა თავისი მუსიკალური გზა რობერტ ბარძიმაშვილის სტუდია „ლახტში“ დაიწყო. ის ასევე იყო გიორგი უშიკიშვილის მიერ დაარსებულ ფოლკლორულ ანსამბლ „ლაშარელას“ წევრი.
საზოგადოებამ ლევანი 2010-2011 წლებში ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პროექტ „ჯეოსტარში“ მონაწილეობით გაიცნო, სადაც ის პროექტის ფინალისტი გახდა, თუმცა ავტოავარიის გამო ვერ შეძლო პროექტში ბოლომდე ემღერა.
ლევანი 2017 წელს ასევე მონაწილეობდა მუსიკალურ პროექტ „Voice-ში“, რომლის ნახევარფინალისტია.
ასევე დაგაინტერესებთ: