
მსახიობი, გოგა პიპინაშვილი გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე და ტკივილიან ბავშვობაზე ისაუბრა:
„რომ გითხრა, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა, მოგატყუებ. თუმცა დედაჩემი, რომელიც დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კარგი ბავშვობა მქონოდა. მაინც ტკივილიანი იყო, რადგან მამა არ იყო ჩემს გვერდით. ეგ განსაკუთრებული დაღი იყო. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო, მისი ძმაკაცი და მეთვალყურე ვიყავი. მეხუთე-მეექვსე კლასიდან დავიწყე სხვადასხვა წრეებით დაკავება. ჯერ ჭედურობით დავიწყე, შემდეგ ხის კვეთაზე გადავედი. სპორტის სახეობებიც მოვიარე, ფარიკაობაც კი. მეცხრე კლასში გამიტაცა მუსიკამ და მინდოდა ჯგუფი შეგვექმნა. შევქმენით კიდეც მე და ჩემმა მეგობრებმა, თუმცა ინსტრუმენტები არ გვქონდა.
მამაჩემი იყო მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი და შეყვარებული ვიყავი მასზე და მის კოლეგებზე. როცა მივდიოდი თეატრში ფეხზე დგებოდა ყველა - გოგა მოვიდაო. არაჩვეულებრივი ბუფეტი იყო, თან მყვებოდნენ და კიბეებს კანფეტებით მივსებდნენ. ჩემს სახლად გავიხადე დიდობაშიც. შემდგომ ჩემი მეგობრებიც დამყავდა“, - აღნიშნა გოგა პიპინაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: