
ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი კვირას, 10 ნოემბერს, 22:30 საათზე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იქნება.
დავით ზალკალიანი კარიერაზე, საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს:
„მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი, აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები. მეამაყება, რომ მე ვიყავი საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტნიორებსაც ბევრი ეშლებათ და ამაზე საჭიროა გულწრფელი საუბარი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - ამბობს ზალკალიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რუსუდან ბოლქვაძე იუბილარია - როგორ ემზადებოდა თუმანიშვილის თეატრი იუბილესთვის?