Digest Logo

🎥 კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს - დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

1726725097
კესარია აბრამიძ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕გახდა თუ არა ფეისბუკზე დადებული „სთორი“ მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ეჭვმიტანილს ყველგან ეძებს

⭕რა ფოტო-ვიდეო გაავრცელა კესო აბრამიძემ მის მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე?