Digest Logo

„კესო ჩვენი მეზობელი იყო, ხშირად მხვდებოდა, ბოლოს აფთიაქში შემხვდა… რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა და ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო“ - რას წერს ელენე ნანობაშვილი?

1726723090
კესო აბრამიძე

თბილისში, 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.

მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

კესარიას მეზობელი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მის შესახებ წერს:

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…  ხშირად მხვდებოდა მაღაზიებში, აფთიაქში…
ბოლოს „ჯი-პი-სი“-ში შემხვდა…

რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…

კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო… ადამიანი იყო…
კეთილი „ადამიანი”!!!  - წერს ელენე ნანობაშვილი.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕გახდა თუ არა ფეისბუკზე დადებული „სთორი“ მკვლელობის მიზეზი? - პოლიცია ეჭვმიტანილს ყველგან ეძებს

⭕რა ფოტო-ვიდეო გაავრცელა კესო აბრამიძემ მის მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე?