ძმები გიორგი და დავით გილიგაშვილები სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, სადაც ოჯახსა და ურთიერთობებზე ისაუბრეს:
„დედამ და მამამ ქრისტეს ჯარისკაცებად გაგვზარდეს. ჩვენი კოდექსი სიყვარულზეა დაფუძნებული. მივხვდით ამ გზის გავლისას რომ სწორი იყო. ცხოვრებაში ამის მეტი არაფერი შეგვრჩება.
მე და გიორგის თითქმის არაფერი გვაქვს განსხვავება, რამდენიმე ჩემ მავნე ჩვევას თუ არ ჩავთვლით. ერთ გზაზე მივდივართ ასე ვთვლი და მიმაჩნია“, - აღნიშნა დავით გილიგაშვილმა.
გიორგი გილიგაშვილმა ისაუბრა ძმაზე და მას მადლობა გადაუხადა:
„დიდი ხანი დამჭირდა დავითის თანხმობაზე, რომ გადაცემაში მოსულიყო. მადლობა ძმაო ამისთვის. მინდა რომ ჩემი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დავადასტურო ოჯახური იდეის, როგორც ინსტიტუტის პატივისცემა. მთელ დედამიწას დღეს რაც აკლია, არის მყარი ოჯახები, რომლებიც ქრისტეს სიყვარულზეა აგებული. სიკვდილი ვერ იმარჯვებს აქ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემ მშობლებს ამ ოჯახისთვის“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: