ძმები ლევან და ვახტანგ საგინაშვილები სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვობა გაიხსენეს და ძმობაზე ისაუბრეს.
ვახტანგ საგინაშვილმა აღნიშნა რომ ლევანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა და იშვიათად ჩხუბობდნენ:
„უფროსი ვარ მე ლევანზე სამი წლით. ადრე მიჯერებდა მაგრამ ახლა აღარ. შეიცვალა პოზიციები. ახლა პირიქით ხდება. ძმობა ყოველთვის კარგი გვქონდა. იშვიათად ვჩხუბობდით ბავშვობაში, თუ ვჩხუბობდით მე ვერეოდი ხოლმე. მაგრამ ახლა ეგეც შეიცვალა.
როცა ვარჯიში დაიწყო, თავიდან დავცინოდი პირადად მე და ოჯახშიც არასერიოზული დამოკიდებულება გვქონდა“, - აღნიშნა ვახტანგ საგინაშვილმა.
ძმაზე ისაუბრა ლევან საგინაშვილმაც:
„სულ მიწევს იმის მტკიცება, რომ ჩემი ძმა არის. უკვირთ, პირველ თქმაზე არავის სჯერა. ჩემზე მეტს ჭამს სხვათა შორის. ბევრი საერთო ინტერესი არ გვაქვს. მაქსიმუმ ფეხბურთი და ფილმები. ავტომობილები მე ბავშობიდან მიყვარს და ცემი ძმა ახლა ცდილობს მართვის მოწმობა აიღოს. ცოლი აძალებს, ორსულად არის და რამე რომ იყოს სადმე ჰო უნდა წამიყვანოო.
ბავშვობაში ძალიან ფიცხი იყო, მაგრამ ახლა დაღვინებულია. იმით მჩაგრავდა რომ უფროსი იყო და უნდა დამეჯერებინა ყველაფერი. მაღაზიაში სულ მე ჩავდიოდი“, - იხსენებს ლევან საგინაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: