„აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ.
ლუკა ბერულავას თქმით, მის წარმატებაში ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის.
„დღეს ძალიან ამაყი ვარ. საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია.
აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს ცემი წინაპრების გზის გაგრძელებაა. ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ჩემს ბაბუას მიუძღვის“, - აღნიშნა მან.
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ასტროლოგები ასახელებენ, რომელი ნიშნისთვის იწყება ფინანსური წინსვლის პერიოდი
წყარო: imedinews.ge