Digest Logo

🎥 „დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა... მას სიმსივნე აქვს“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა

1729141882
თამუნა მუსერიძე:

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა.

16 ოქტომბერს მან სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ იგი ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამჯერად, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს და საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს.

„მე არ ვარ მოპარული ბავშვი. მოხდა ჩემი გაშვილება მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა 2 შვილი დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის. მამამ არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა.

დედის შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, რადგან მას არ სურს გამოჩენა, სიმსივნე აქვს მძიმე ფორმებში, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, ასეა რას ვიზამთ... ყველას შეიძლება არ მოსწონდე და არ უნდოდეს შენთან ურთიერთობა“, - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „წამოვარდა და გადამეფარა...“ - როგორ გადაარჩინა ფიზიკური დაზიანებისგან ბაია დვალიშვილმა მაკა ძაგანია?

🎥 „ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მარტოხელა დედად დავრჩენილიყავი...“ - რა დაეხმარა მაკა ძაგანიას ოჯახის დანგრევის სტრესის გადატანაში?

„მივდივარ და აბა შენ იცი...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა