მსახიობ თამუნა მდივანის ვაჟი რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად, ძილში ასპირაციით დაიღუპა. მსახიობის უფროსი ქალიშვილი კი მარიამ მდივანი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა და ძმა ემოციურად გაიხსენა:
„არ მსურს ამ დღეების გახსენება, თუმცა პერიოდი ისეთი მტკივნეული და მძიმეა, თუმცა გვერდიდან როცა უყურებ ვერ აღიქვავ რამხელა დანაკარგია. ეს არის სიცარიელე, რომელიც არაფერი არ გივსებს არასდროს.
ვიყავი 4 წლის და მახსოვს გიოს დაბადება, სამშობიაროში ვიყავი. მახსოვს ყოველი დღე, ძალიან კარგი დაძმობა გვქონდა. მე ვიყავი მისი პირველი მესაიდუმლე. შეყვარებული არ ჰყოლია. საოცრად კარგი შვილი იყო, მზრუნველი იყო ყველას მიმართ.
ჩემთვის ასე არ ყოფილა, რომ გვერდიდან მეყურებინა. მტკიცედ ჩავხედე ამ ყველაფერს თვალებში. ვცდილობდი დამამშვიდებლები და პრეპარატები არ მიმეღო.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ტკივილი არ მახსოვდა, ვიცოდი რომ ოჯახს და დედას ვჭირდებოდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ სხვები კარგად ყოფილიყვნენ და მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა ამეღო.
დედას ძალიან ეხმარება მისი რწმენა, რომელიც აქვს ღვთის მიმართ. დადის ეკლესიაში და ეს ყველაფერი გვეხმარება. ჩვენ გვწამს, რომ გიორგი არის სასუფეველში. მოტივაცია არის ის, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ იქ მოვხვდეთ, სადაც ჩემი ძმა არის.
ცხოვრება ნამდვილად გრძელდება, თუმცა ეს ფონი ყოველთვის არის ჩვენ ცხოვრებაში. ბედნიერებაშიც ფონურად მოგვყვება გიოზე ფიქრი. სიზმარში ბევრჯერ მინახავს. მძიმე დღეები, როცა მაქვს სულ ჩემთან არის. ყველაფერში ვგრძნობ მის გვერდში დგომას“, - ამბობს მარიამ მდივანი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვნანობ რომ ყოველ დღე არ ვაკეთებდი ამას...“ - ქეთი ხატიაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
⭕„დღე იდეალურია მომავალზე ფიქრისთვის“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი და ტენდენციები
⭕ ფესვები, რომლებიც გვქმნის: როგორ მართავს საგვარეულო ჩვენს ცხოვრებას - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი