Digest Logo

🎥 „რა უნდა გავაკეთოთ მოწამვლის დროს?...“ - ექიმ კოტე თოდუას რჩევები

1730912423
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს. ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას თირკმელების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს უზიარებს.

ამჯერად მან გამომწერების კითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზედაც კოტე თოდუამ ისაუბრა მოწამვლა და მისი გამომწვევი მიზეზებია.

„მოწამვლა, სხვადასხვანაირი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მოწამვლა საკვებისგან გამოწვეულია, რომელსაც გასტროენტერიტს ეძახიან. შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავების ან კუჭის ანთება, თუმცა ძირითადად ერთად არის ხოლმე ორივე. ასევე მოწამვლა შესაძლოა ვირუსებმაც გამოიწვიოს. ბევრნაირი ვირუსები არსებობს - ენეროტა ვირუსები, ნორო ვირუსები და ა.შ. ასევე ბაქტერიები და პარაზიტებიც არის მოწამვლის ერთ-ერთი მიზეზი.

ერთ-ერთი მთავარი, რაც მოწამვლის დროს უნდა გავაკეთოთ არის ბევრი სითხის მიღება.

ბევრში იგულისხმება 2-3 ლიტრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულისრევა ან დიარეა გვაქვს. გულისრევა არ არის ისეთი სიმპტომი, რომ ორგანიზმი საგრძნობლად დაასუსტოს. ელექტროლიტები იყიდება აფთიაქში და ყველაზე მეტად ეს შველის ამ პრობლემას. თუ ამის საშუალება არ არის, ერთ ლიტრა გამოხდილ წყალში უნდა გავხსნათ 5-6 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი კოვზი მარილი, ავურიოთ კარგად და ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად უნდა დავლიოთ.

ზოგადად სითხეს როცა იღებს ადამიანი, უნდა დალიოთ ნელ-ნელა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობაა გული ისევ აგერიოთ“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?

⭕„დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო...“ - ბაია დვალიშვილის ცნობილი ოჯახი და როლი საკულტო სერიალში

⭕„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?