Digest Logo

„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?

1730717007
ნინი ქარსელაძე

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.

5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

ნინი სოციალურ ქსელში არც ისე აქტიურია, თუმცა მან ამჯერად გამომწერების შეკითხვებს უპასუხა და გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ უმკლავდება სტრესს და სირთულეებს ცხოვრებაში. 

„სტრესს მხოლოდ ლოცვით ვუმკლავდები. ერთადერთია, რაც სულიერად მაძლიერებს.

ჩემთვის ერთადერთი გზა ღმერთი და ეკლესიაა. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ ყველა სირთულეს გაუმკლავდეთ. რაც მთავარია გადალახოთ სიმშვიდით და სიყვარულით“, - წერს ნინი ქარსელაძე.

რაც შეეხება მის პირადს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:

„მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, - თქვა ნინიმ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!

⭕ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - „შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“