ტელეწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე საქართველოში ბევრისთვის საყვარელი პერსონაა, იგი მამის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ თავად ჩაუდგა სათავეში ოჯახურ ბიზნესს. ანასტასიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იგი აქტიურად არის ჩართული სატელევიზიო პროექტებში.
ანასტასია მესამე შვილის მოლოდინშია, თუმცა რამდენი თვის ორსულია, არ იცის, რადგან აღარ ითვლის.
დედობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და პასუხისმგებლობაზე ტელეწამყვანმა „იუთუბის“ არხზე გადაცემაში Speakeasy-ი ისაუბრა:
„არ ვიცი რომელ თვეში ვარ. თავიდან, პირველი ორსულობისას ვითვლიდი, ახლა უბრალოდ ვიცი, რომ ბავშვს შუა დეკემბერში ველოდები.
მე სამწუხაროდ, აღარ გამოვიყურები ახალგაზრდულად.
მე მაქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტები, როცა საჭმელზე ვსაუბრობთ, ამიტომ ვცდილობ, სახლში არაფერი არ მოვამზადო. ოჯახში გვყავს ადამიანი, ვინც გვეხმარება.
დედობა აღმოჩნდა ყველაზე რთული საქმე, რაც საერთოდ მქონია. თუ ოდესმე ვინმე მეტყვის, 3 სამსახური გექნება, დასვენების დღეს იმუშავებ ან ბავშვებთან დარჩი მთელი დღე, სულ იქნები ბავშვთანო, 3 სამსახურს ავირჩევდი აუცილებლად. იმდენად რთულია, ხანდახან მავიწყდება ვინ ვარ.
ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ აქვთ სრული თავისუფლება, გააკეთონ რაც უნდათ და როგორც უნდათ, თუ უნდა იმღერონ, იცეკვონ, უბრალოდ სხვისი თავისუფლება არ უნდა დაარღვიონ“, - ამბობს ანასტასია ბენდუქიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი შერმადინმა „რედ როქსის ამფითეატრი“ მოინახულა - მომღერალი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
⭕„გული დამწყდა იაპონიის დროშა ჩვენს დროშაზე მაღლა რომ დავინახე, გამოვასწორებ“ - ეთერ ლიპარტელიანი