Digest Logo

ნინი შერმადინმა „რედ როქსის ამფითეატრი“ მოინახულა - მომღერალი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

1791381115
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას განაგრძობს, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

გავრცელებული კადრებით ვიგებთ, რომ მან „რედ როქსის ამფითიატრი“ მოინახულა.

ცნობისთვის, „რედ როქსის ამფითეატრი“ არის მსოფლიოში განთქმული, ღია ცის ქვეშ მდებარე მუსიკალური სივრცე კოლორადოში {აშშ}, ქალაქ დენვერიდან დასავლეთით 24 კილომეტრში. ის 300 ფუტის {დაახლოებით 90 მეტრი} სიმაღლის ბუნებრივ წითელ ქვიშაქვის მონოლითებშია გამოკვეთილი.

ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ბუნებრივად შექმნილი, აკუსტიკურად სრულყოფილი ამფითეატრი, რომელიც ზღვის დონიდან 1966 მეტრზე მდებარეობს და 9525 მაყურებელს იტევს.

რაც შეეხება ნინი შერმადინს, იგი 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში დაიბადა და მუსიკალური მოღვაწეობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ფართო საზოგადოებამ იგი მუსიკალური მეგა-პროექტებიდან გაიცნო. ამჟამად მომღერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ამერიკაში გადასვლის შემდეგ, ნინი შერმადინმა მუსიკალური განათლება განაგრძო, თანამშრომლობს სხვადასხვა სტუდიასთან და აქტიურად წერს საკუთარ სიმღერებს. ქართველი მსმენელისთვის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია სიმღერა „არ დაგელოდები“.

ნახეთ, ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აამუშავებს ყველაფერს, რაც ფულთან და სამუშაოსთან არის დაკავშირებული“ - აქტივაცია მწვანე დრაკონი ფენშუის სპეციალისტისგან

⭕„გული დამწყდა იაპონიის დროშა ჩვენს დროშაზე მაღლა რომ დავინახე, გამოვასწორებ“ - ეთერ ლიპარტელიანი

⭕„მჯერა, რომ მოვა ის თამაშიც და ის შედეგებიც, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას“ - გიორგი ქოჩორაშვილი

✕