Digest Logo

დეკანოზი შალვა კეკელია: „ღმერთი არის ყველგან და ყველაფერში“ - როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები ქრისტემდე?

1772111700
მამა შალვა კეკელია

„სტუმრად ანნასთან“ ცნობილი სასულიერო პირი, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

კითხვაზე: თუ როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები ქრისტემდე? - სასულიერო პირი განმარტავს:

„ადამიანმა იცის, რომ ღმერთის გარეშე ვერ შეძლებს ცხოვრებას, ადამიანი ღვთის წიაღიდან არის ამ ქვეყანაში შემოყვანილი და ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით და ამ წიაღს დავუბრუნდებით.

ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა არ უნდა, თუ ადამიანი ღმერთს დაიჯერებს და დაიჯერებს იმას, რომ არსებობს სარწმუნოება, კანონები და წესები ეს წესები უნდა დაიცვა, ამ წესების დაცვა კი ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, რადგან ის რაღაცები მოსწონთ და უფრო უადვილდებათ ცხოვრება წესების დაცვის გარეშე. 

ღმერთი არის ყველგან და ყველაფერში, არ არსებობს ადგილი სადაც ღმერთი არ იყოს. ადამიანს უნდა უნდოდეს ღმერთთან და უნდა სთხოვა შენ ღმერთს, რომ მასთან გინდა. თუ შენ დაიწყებ ღვთის ძიებას მასთან მიხვალ, რადგან ყველა გზა ღმერთთან მიდის. შენი ცხოვრების გზა საბოლოო ჯამში დაბადებიდან გარდაცვალებამდე ღმერთთან არ მიგიყვანს მაშინ, რა აზრი ჰქონდა შენ ცხოვრებას!?“, - ამბობს მამა შალვა კეკელია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარტოფილის პიურე განსაკუთრებით საშიშია დიაბეტიანი ადამიანებისთვის“ - რატომ შეიძლება იყოს კარტოფილი როგორც სასარგებლო, ისე საზიანო, რას გვირჩევს კოტე თოდუა

⭕„დღეს თქვენ შეძლებთ ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას“ - 26 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„ურთიერთობებში იწყება გაუგებრობები...“ - როგორი იქნება 26 თებერვალი - 21 მარტის პერიოდი