პარიზის მოდის კვირეული დაიწყო, რის ფარგლებშიც „ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა.
ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მსოფლიოს ბრენდის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სამოსი წარადგინა. ჩვენების დაწყებამდე კი ტრადიციულად დემნა გვასალიას ხელნაწერი გავრცელდა, სადაც ქართველი დიზაინერი ასეთ რამეს ამბობს:
„მოდაზე ჩემი ბავშვობის დროინდელი მოგონებები ასე იწყება - სილუეტებს მუყაოზე ვხატავდი, შემდეგ ვჭრიდი და ბებიაჩემის სამზარეულოს მაგიდაზე მოდის ჩვენებებს ვმართავდი. 35 წლის შემდეგ ეს შუ სწორედ ჩემს იმ დროინდელ ხედვებთან მაკავშირებს. ეს ჩვენება ეძღვნება მოდას, რომელსაც ხედვა აქვს“.
აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიამ ჩვენება საზოგადოებისთვის ქალის თეთრეულის წარდგენით დაიწყო. შოუს ბლუზის ჟანრის მუსიკა ახლდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: