Digest Logo

დღეიდან 15 ნოემბრამდე, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველასათვის უფასო იქნება

1698815615
ვაქცინაცი

დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება, – ინფორმაცია ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები

🔵„აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!“ – თინა ხიდაშელი

🔵„საერთოდ არ ვარ კმაყოფილი,კვარაცხელია ათეულში ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო“ - რას წერს ნიკა გვარამია