Digest Logo

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

1745222616
სამება

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს, მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 22 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე, 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე აღინიშნება.

25 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი, „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული, ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სამი წელია ყველაზე მძიმე ვნების კვირეული, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეულია, სამი წელია ყველაზე დიდი დღესასწაული, ჩემთვის ნამდვილი ბედნიერების მომგვრელია...“ - რას წერს ეკო ფანგანი

⭕„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის უმეტესი ნაწილი უნალექო იქნება“ - კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

⭕მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს