Digest Logo

დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

1656829627
აქცია - შინ ევროპისკენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით დღეს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს.

ვადა, რომელიც ხელისუფლებას მისცეს, დღეს სამ ივლისს იწურება.

ამასთან, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ღამის გათევას პარლამენტის წინ გეგმავს.

„მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მკაფიოდ აცხადებს, რომ ერთგულია მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების და მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები“, - აცხადებენ ორგანიზატორები. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ივლისის ჰოროსკოპი - თვე, რომელიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

🔵„გაუფრთხილდით საფულეს და ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია ძარცვის ალბათობა“ - ცაგარელი