Digest Logo

ივლისის ჰოროსკოპი - თვე, რომელიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება

1656424501
კვირის ჰოროსკოპი

მართალია, ზაფხულის სიო სასიამოვნოდ უბერავს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებების ქარი ნელ-ნელა გვიახლოვდება. სწორედ ახლა იწყება ბობოქარი ეკლიფსების სეზონი. წაიკითხეთ თქვენი ივლისის ჰოროსკოპი. 

ვერძი

თქვენი პიროვნული აღზევებისა და ახალი ურთიერთობების დრო მოვიდა. ივლისის თვეში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებაზე ზრუნვას, დაისახეთ მიზნები და ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას მათი განხორციელებისთვის. 

კურო

ზაფხულის მეორე თვის განმავლობაში სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება დაგჩემდებათ, ალბათ ეს ყოველივე საყვარელი სეზონის დადგომით გამოწვეული აღტაცების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბიუჯეტს. თავი დაიზღვიეთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, თუმცა გართობა და სასიამოვნო გარემოში ყოფნაც არ დაგავიწყდეთ, გვერწმუნეთ ეს თქვენ ნამდვილად გჭირდებათ. თუ ვინმესთან უკვე წამოწყებული გაქვთ ფლირტი, მაშინ ეს ურთიერთობა გამყარდება.

ტყუპები

ივლისის თვე ტყუპებისთვის სასიამოვნოდ დაიწყება, პირველ რიცხვებში თქვენ ზუსტად იქ ხართ სადაც გსურთ ყოფნა. შესაძლოა გარკვეული სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, ენდეთ გონებასა და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების ნიჭს.

კირჩხიბი

არ აქვს მნიშვნელობა სად ატარებთ დაბადების დღეს – აუზთან, მეგობრებთან თუ საერთოდ შვებულებაში, ამ თვეს თქვენთვის სხვა გეგმები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისი კირჩხიბების თვეა, პირველ რიცხვებში გარკვეულ გამოწვევებთან მოგიწევთ შეჭიდება, რაც პირველ ყოვლისა, თქვენს სამსახურს, შემდეგ კი სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება, თუმცა ნუ იდარდებთ, თავდაჯერებულობისა და სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, თვის მეორე ნახევარში უკვე ივლისით დატკბობასაც შეძლებთ.

ლომი

ლომებისთვის ივლისის თვე სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება, სამყაროში გაშვებული დადებითი ენერგია სწორედ ახლა გიბრუნდებათ ბუმერანგივით უკან და თქვენს ზაფხულს ალამაზებს. ივლისი, გასულ 2 წელიწადთან შედარებით განსხვავებული იქნება, უენერგიობისა და გამოფიტვის შეგრძნება სადღაც ქრება და ცხოვრებას სრულიად ახალი თვალით უყურებთ.

ქალწული

თქვენი მმართველი, მერკური, თვის უმეტეს ნაწილს ემოციურ კირჩხიბში ატარებს, ამიტომ ეს შესანიშნავი დროა დასვენებისა და შვებულებაში გასასვლელად. თუ ვერ შეძლებთ საქმის მიტოვებას, მაშინ ეს ენერგია იმ ადამიანებისკენ მიმართეთ, ვინც პროფესიული მიზნების მისაღწევად გამოგადგებათ. განსაკუთრებით კი, ახალი მთვარის დროს, რომელიც მეგობრობასა და საზოგადოების სახლს გაანათებს.

სასწორი

ჰარმონიის, ბალანსისა და კომფორტის მოყვარული სასწორებისთვის ვარსკვლავებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ. მთვარის დაბნელებისა და ლომების მომავალი თვის გათვალისწინებით, თქვენს ივლისის თვეში ქაოსია. თვის პირველ რიცხვებში ყველაფერი ერთად დაგატყდებათ თავს და ვინ, თუ არა თქვენ, კარგად იცით როგორ გაბნევთ მსგავსი მომენტები. არ შეშინდეთ, თქვენს მიზნებზე, წარმატებაზე კონცენტრირდით და ივლისის გადაგორებასაც მარტივად მოახერხებთ.

მორიელი

კარიერული კუთხით, ივლისი მორიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვეა, ამ პერიოდში თქვენ ყველაფერი იდეალურად გამოგდით. თუმცა, იმავეს ვერ გეტყვით სასიყვარულო ურთიერთობებზე, მეორე ნახევრის პოვნის რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის. მათ, ვისაც უკვე გყავთ რჩეული, სიფრთხილისკენ და წინდახედულობისკენ მოგიწოდებთ.

მშვილდოსანი

ივლისის თვეში, მშვილდოსნებისთვის პრიორიტეტი ოჯახი იქნება, გაატარეთ მათთან მეტი დრო, წადით ქალაქგარეთ, გაერთეთ და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობა საზაფხულო არდადეგებისთვის სწორედ ივლისში ემზადება, ეცადეთ თქვენი დასვენების დღეები დაგეგმოთ ისე, რომ ამ პერიოდში მოდუნება და ენერგიების აღდგენა შეძლოთ.

თხის რქა

თხის რქებო, ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თქვენი რომანი კომპრომისებს მოითხოვს, დააყენეთ თქვენი საყვარელი ადამიანები პირველ ადგილას. ამგვარად, თქვენს ცხოვრებაში სიახლეების პერიოდი დადგება, რომლისთვისაც თქვენ უკვე მზად ხართ.

მერწყული

მერწყულებო, ივლისში თქვენთვის გამოცდილებების კარი იღება. მიიღეთ ცოდნა, გაიუმჯობესეთ უნარ-ჩვევები და მალევე თქვენც შეამჩევთ, რომ თქვენში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. გაუზიარეთ ადამიანებს თქვენი გრძნობები, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრები თუ მეგობრები, დაიმუხტეთ ბედნიერებით და ეს ემოციები მთელი თვის მანძილზე გაგყვებათ.

თევზები

თევზებო, დადგა ის დღეც, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის რუტინაზე უნდა დაფიქრდეთ, ან სულაც მის არარსებობაზე. დაფიქრდით რა გჭირდებათ ყველაზე მეტად – ვიტამინები? მეტი ძილი? თერაპია? ჯანსაღი კვება? თუ უბრალოდ თავდაჯერებულობა? მთავარია სწორად დაგეგმოთ ყველაფერი და დროულად შეუდგეთ განხორციელებას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

🔵„ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ - არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით, ან ცუდად ყოფნით გამოწვეული სიხარულის საბაბს...“ - რას წერს დავით ოქიტაშვილი

🔵„ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია“ - ახალი ინფორმაცია დათიზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს