Digest Logo

დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა

1737457270
დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა

დღეს, 21 იანვარს, მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების ნაციონალური დღე, პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მიჩიგანში, 1986 წელს აღინიშნა.

ამ დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა.

დღესასწაულის შინაარსი მეგობრული ჩახუტებაა - მნიშვნელობა არ აქვს შემხვედრი ნაცნობია თუ უცნობი, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩახუტება ინტიმური ქვეტექსტების გარეშე მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი დიდ მატერიალურ დანახარჯს არ მოითხოვს. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ შვილებს ხშირად ჩაეხუტონ, რადგან ეს პროცესი ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს. რაც შეეხება შეყვარებულებს, მათ შემთხვევაში 8-ჯერ ჩახუტებაა რეკომენდებული.

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ჩახუტება ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როგორი იღბლიანი ვარ“ - ილია თოფურია იუბილარია, როგორ ულოცავს მეუღლე მას დაბადების დღეს?

🎥 „დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?“ - ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „სიკეთის ფასი არაფერია“ - გაიცანით 12 წლის ბიჭი, რომელმაც ტელეფონის შესაძენად შეგროვებული ფულით პანსიონატის მოხუცებს საჩუქრები უყიდა, მისმა ვიდეომ კი მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო