Digest Logo

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს გამართავს და საბერძნეთს დაუპირისპირდება

1711430068
საქართველოს ნაკრები

საქართველო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინშია. დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყო სამი ეკრანი, რომლებზეც ქომაგებს საშუალება ექნებათ, თამაში პირდაპირ ეთერში იხილონ. საღამოს 7 საათიდან მოწყობილ სცენაზე გაჟღერდება ელექტრონული მუსიკა, ადგილზე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე და კვების ობიექტები იქნება მოწყობილი. თამაშის ტრანსლირება ცენტრალურ და ორ დამატებით ეკრანზე 9 საათიდან დაიწყება.

21 მარტს საბერძნეთის ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა, საქართველომ კი ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული კი ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი”- მარინა კახიანი მეუღლეზე გია მატარაძეზე

🎥 როგორ მოვირგოთ სადა სამოსი განსხვავებულად - ჯანეტ ქერდიყოშვილის გამორჩეული სტილი

⭕ „რატომ მეფე? ამას სიმბოლური დატვირთვა მივეცი“ - ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს