Digest Logo

„დღეს ქართული ესტრადის არწივის დაბადების დღეა! საუკუნეში ერთხელ იბადება ასეთი მომღერალი!“ - გია ბაღაშვილი

1737534598
გია ბაღაშვილი და თემურ წიკლაური

ქართული ესტრადის ვარსკვლავს, მომღერალ თემურ წიკლაურს დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.

მისი უმცროსი კოლეგა, მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს და მომღერლის 20 წლის წინ გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

„დღეს ქართული ესტრადის არწივის დაბადების დღეა!.. მეოთხე წელია თემურ წიკლაურის დაბადების დღეს - 22 იანვარს, მის გარეშე ვხვდებით... ძნელია სიტყვებით გადმოსცე, რამხელაა ის დანაკლისი, რაც თემურის არყოფნას უკავშირდება.

საუკუნეში ერთხელ იბადება ასეთი მომღერალი!.. მის მიერ აჟღერებული ყოველი ბგერა, მუსიკალური ინტონაცია თუ ფრაზა იყო ყველასგან გამორჩეული - მართალი, შთამბეჭდავი, კაცური და თხემით და ტერფამდე ქართული!..
დიდ კეთილშობილებას, ვაჟკაცობას, თავდადებისა და თანადგომის უნიკალურ ნიჭს ატარებდა თან. უგულოდ, ნაბიჯი არ გადაუდგამს ცხოვრებაში; არც სიმღერა უთქვამს ოდესმე გულგარეთ და ყასიდად...

თემურ წიკლაურის ხელოვნება მარადისობასთანაა წილნაყარი და მისი ხმა, დარწმუნებული ვარ, საუკუნეების შემდეგაც, იქნება ქართველი კაცის სულიერი სამყაროსა და მისი შემოქმედებითი აღმაფრენის საუკეთესო გამოხატულება!..

20 წლის წინათ გადაღებულ ამ ვიდეოს რაც შეეხება, ის ჩემმა უძვირფასესმა ქეთი წიკლაურმა, თემურის ქალიშვილმა, ამას წინათ გამომიგზავნა. აქ თემური ნიკალას ცნობილ არიას მღერის მიუზიკლიდან „ფიროსმანი“, მე კი - ფორტეპიანოზე ვუწევ მუსიკალურ თანხლებას... უდიდესი ბედნიერება იყო მასთან ერთად სცენაზე დგომა!..“, - წერს გია ბაღაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕22 იანვარს თემურ წიკლაურის დაბადების დღეა - იგი დღეს 79 წლის გახდებოდა

🎥 „სიფრთხილე გმართებთ ადამიანებთან ურთიერთობაში“ - 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕თურქეთში გლოვის დღეა - ბოლო მონაცემებით, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა