Digest Logo

დღეს ვალენტინობაა

1739510340
ვალენტინობა

დღეს შეყვარებულების დღეა, დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მრავალ ქვეყანაში. 14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღეს აღნიშნავს. 

როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და სჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით, 6 ივლისი). 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. 14 თებერვლის რომანტიკულ სიყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„პაციენტი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს“ - ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც არალეგალურ კოსმეტიკურ ოპერაციებს ატარებდა