Digest Logo

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1644780234
14

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

♈ვერძი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, საღამოს სტუმრები გეწვიონ და ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

კურო

მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ნერვიულობა მოგიწიოთ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში, განსაკუთრებით კვებაში. მოერიდეთ ცხარე და მარილიან კერძებს.

♊ტყუპები

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - ყურადღების მოდუნებას შეიძლება შეცდომა მოჰყვეს. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ერიდეთ ვირუსებს და დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

კირჩხიბი

მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები. შესაძლებელია მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ - შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. სამსახურში ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ შეგიძლიათ, ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობისგან თავის შეკავება ჯობს.

♌ლომი

თუ სამოქმედო გეგმას შეადგენთ და თანმიმდევრულად შეასრულებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ალბათ დადგა დრო, რომ იზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც თავის დროზე უანგაროდ დაგეხმარნენ. საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შესაძლოა, დიდი მოგება მიიღოთ.

♍ქალწული

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ ეცადეთ, მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე და ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ.

განაგრძეთ კითხვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თეატრმა ჩემი შეხედულებების გამო „სასჯელი“ დამიწესა... მოიხსნა ყველა სპექტაკლი, რაშიც ვმონაწილეობდი“ - იოსებ ხვედელიძე

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წყარო: funtime.ge