პროფესიით რეჟისორს და მსახიობს ალბათ ბევრი როლი უთამაშია, თუმცა პატიმრობა პირველად მაშინ გაითავისა, როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. თავისუფლება დაკარგა, თუმცა პროფესიას აქაც აგრძელებს.
ციხეში მოწყობილ სტუდიაში ყველაფერია იმისთვის, რომ ხარისხიანი მუსიკალური ნომრები შექმნან, გისოსებს მიღმა დრო საინტერესოდ გაიყვანონ და სხვა პატიმრების განწყობაზეც იზრუნონ.
საახალწლო კონცერტი მრავალფეროვანი იქნება.
აქ შესაძლოა ცხოვრების მთავარი თავგადასავალიც გადაგხდეს, ისე როგორც მაგალითად ამ მუსიკოს პატიმარს.
გისოსებს მიღმა მოწყობილ მუსიკალურ სტუდიაში კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი დაგვხვდა, მაგალითად გიტარისტ სტუდენტზე. მან ციფრულ უნივერსიტეტში ციხიდან ჩააბარა და სტიპენდიასაც იღებს, როგორც წარმატებული სტუდენტი. საახალწლო სურვილი, სწავლის რეალურ აუდიტორიაში გაგრძელებაა. პატიმარ სტუდენტს ამის რეალური შანსიც აქვს.
ის, ვინც საახალწლო კონცერტზე მაყურებელი იქნება, დღესასწაულამდე დარჩენილ დღეებს სახელოსნოში ატარებს. მსჯავრდებულები ამ სივრცეში საახალწლო შეკვეთებს ამზადებენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ახლა ორმაგი დატვირთვა აქვთ - უნდა მოასწრონ და ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრებიც დაუმზადონ.
ეს ქსნის მე-15 ციხეა. აქ მოწყობილი სახელოსნოებიც დატვირთვით მუშაობს. ხე, ტყავი, მინანქარი - უნიკალური ნივთები ამანათებით ადრესატებს გაეგზავნებათ.
ახლა კი, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ვინაცვლებთ - ციხის ეკლესიაში წირვა-ლოცვაა, პატიმრები საშობაო ზიარებისთვის ემზადებიან. ტაძარში მათი გალობა ისმის.
ეს მგალობელი ბიჭი 4 წელია აქ ცხოვრობს. ბევრი რამ გაიარა, არჩევანი გააკეთა... ძირითადად დროს ეკლესიაში ატარებს. გალობაც აქ შეისწავლა.
სიმღერის ხმა ისმის კელიებიდანაც.
სევდა და სიხარული აქ ერთმანეთს ცვლის, განსაკუთრებით წლის მთავარი დღესასწაულის მოლოდინში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემზე ძალიან თუ უყვარს კიდევ ვინმეს თოვლი...“ - ქუჩაში აცეკვებული ნინი შერმადინი