საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამჯერად იგი საქართველოში, საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციის კურსს.
ცოტნეს მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს, რომ გამსახურდიას რეაბილიტაციაში კიდევ ორი ახალი, იმედის მომცემი მეთოდი ჩართეს:
„დამდეგს გილოცავთ, ბედნიერების მოლოდინისა და იმედების გამართლების წელს გისურვებთ.
სწორედ ამგვარი წინასაახალწლო განწყობა გვაქვს ჩვენც, რადგან კიდევ ორი ახალი და იმედის მომცემი მეთოდის ჩართვა შევძელით ცოტნეს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში. ვნახოთ…“, - წერს ანა ჯაბაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი სუფრით უნდა შევხვდეთ ცხენის წელის დადგომას? - მიხეილ ცაგარელის რჩევები
⭕„სიყვარული“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს