Digest Logo

„შეამოწმეთ სახლისა და აივნის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მსუბუქი ნივთები...“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს!

1766941744
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზის შესახებ წერს და მოსახლეობას აფრთხილებს.

მისი თქმით, 29 დეკემბერი მოითხოვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილეს და ერთმანეთის მხარდაჭერას:

„29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს.

• მთებში ქარბუქი და ძლიერი ქარი მნიშვნელოვნად გაართულებს ან შეწყვეტს გადაადგილებას.

• დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა, ნალექთან ერთად - შესაძლოა გამოიწვიოს ინფრასტრუქტურის დაზიანება და ელექტროგადამცემი ხაზების შეფერხება.

რჩევები მოსახლეობისთვის

• თავი აარიდეთ ზღვაზე სეირნობას და დასავლეთის მთიან, ასევე მაღალმთიან გზებზე გადაადგილებას.

• შეამოწმეთ სახლისა და აივნის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მსუბუქი ნივთები, რომ ქარმა არ წაიღოს.

• დაიცავით სიმშვიდე და იყავით ინფორმირებული ოფიციალური წყაროებიდან.

29 დეკემბერი დასავლეთ საქართველოსთვის, საკმაოდ რთული მეტეოპირობების დღეა, ამიტომ:

ეს გაფრთხილება არ არის შიშის გასაღვივებლად - იგი არის გაგებისთვის და წინასწარი მზადებისთვის.

ჟურნალისტებო და ინტერნეტწყაროებო, თქვენი სიტყვა ძალაა, გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია ისე, რომ ადამიანებმა უსაფრთხოების ზომები მიიღონ და არა პანიკა.

რეკომენდაციის გაცემის - მიზანია გონივრული სიფრთხილე, არა შიში.

29 დეკემბერი მოითხოვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილეს და ერთმანეთის მხარდაჭერას.

გაფრთხილება არის გზამკვლევი, არა განგაში“, - წერს კობა ფარტენაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კიდევ ორი ახალი და იმედის მომცემი მეთოდის ჩართვა შევძელით...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ანა ჯაბაური

როგორ გავხდეთ სასურველი მეკვლე, რა წავიღოთ და დავახვედროთ ახალ წელს მოსულ სტუმარს - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია

🎥 როგორი სუფრით უნდა შევხვდეთ ცხენის წელის დადგომას? - მიხეილ ცაგარელის რჩევები