Digest Logo

„დიდი დანაკლისია ქართული მედიცინისთვის“ - ცნობილი ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა

1713261987
ირაკლი თოფურიძე ექიმი

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს. მედიკოსები მწუხარებას გამოთქვამენ, კოლეგის ირაკლი თოფურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული ექიმის და კოლეგის, ბატონი ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების გამო.

ბატონი ირაკლი გახლდათ ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში დარგის განვითარების კუთხით.

ბატონი ირაკლის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი კლინიკისთვის, ისე ქართული მედიცინისთვის.

ვუსამძიმრებთ ბატონი ირაკლის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ამ ენით აღუწერელ დანაკლისს“,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს შეიჭერით თმა, რადგან ის მოგიტანთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“ - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„მე მიკვირს იმ კაცთა საქციელი, ვინც ელისაშვილს ამართლებს... ეკლესიის თანხებზე გაკივით კონტროლი-გამჭვირვალობაო და თქვენზე რა???“ - მიტროპოლიტი ანტონი საგანგებო მიმართვას ავრცელებს