Digest Logo

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი

1725362327
ლიანდაგი - ლენტა

საქართველოს რკინიგზა თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრაგედიას ემსხვერპლა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან... - თამუნა მუსერიძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს

⭕როგორ გადაუსწრო პოპულარობით გიორგი ჭინჭარაულმა სპორტსმენებს და ვინ ანებივრებს ქართველ ოლიმპიელებს უცხოეთში? - ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ძალოსანთა ექიმთან