რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტმა, პროექტის „ვეძებ“ ავტორმა, თამუნა მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა.
იგი მორიგ ვიდეო მიმართვაში განმარტავს, რომ გარკვეულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, რადგან მისმა მშობლებმა არ იციან აღნიშნული ინფორმაციის შესახებ.
„მესმის და ვითვალისწინებ პასუხისმგებლობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყვნენ ჩემი მშობლის ძიების პროცესში და ყველანაირად მეხმარებოდნენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან, ვერ დავწერ სხვა დეტალებს, სანამ მათ პირადად არ ვნახავ.
რამდენიმე დღეში ვნახავ პირადად და შემდგომ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით…
საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან, ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ უკვე ყველაფერი გაირკვა“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
ვიდეო ნახეთ აქ
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს
⭕„აი რატომ ვერასოდეს ვერ დავტოვე ეს ქალაქი...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?