მომღერალი ანი კეკუა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა თემაზე საინტერესოდ ისაუბრა.
მომღერალი შეეხო, იმ პერიოდს და პირველ გამარჯვებას, რომლითაც მან საზოგადოების დიდი სიყვარული და პოპულარობა დაიმსახურა:
„პირველად გამოვჩნდი 16 წლის ასაკში, სატელევიზიო პროექტში „ნუცას სკოლა“, სადაც გავიმარჯვე კიდეც. იმედის ტელევიზიაში ეს პერიოდი იყო საუკეთესო ჩემთვის, თან იყო უცნაური გრაფიკი. დილის რვა საათზე გვიწევდა სიმღერა. ცოტა სტრესთანაც ასოცირდებოდა, იმიტომ რომ პირველი კარგი გამოცდილება იყო. დილით სიმღერა ძალიან რთულია. ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, რომლებიც დღემდე შემოგვრჩა. „ჯეოსტარში“ უკვე 17 წლის ვიყავი. რაც უფრო ნაკლები ნერვიულობით და არასერიოზულობით მიუდგები საქმეს, მეტად გამოგივა“, - ჰყვება ანი კეკუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი და ულამაზესი ხარ...“ - მარიამ სანოგო უახლეს კადრებს გვიზიარებს
⭕„სიშხვართე და სილამაზე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 თუ დროის უმეტეს ნაწილს ოფისში, ან კომპიუტერთან ატარებთ, მაშინ ეს პრაქტიკული ვარჯიშები თქვენთვისაა!