რუსული კრიტიკული ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა – პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება.
„ორი არჩევანი გვქონდა – ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა.
ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს”, – თქვა კოტრიკაძემ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართულ მედიასთან.
ასევე დაგაინტერესებთ👇
წყარო: fortuna.ge