Digest Logo

„დროს არ ვკარგავ ისეთ ადამიანებზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს ერთ წამსაც კი... შემიძლია, გავაქრო ასეთი ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან“- სალომე შარვაძე

1663060760
სალომე

სალომე შარვაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული. დღემდე ქუჩაში ქეთის სახელით მიმართავენ და ბევრი მის გმირთან აიგივებს. რეალურ ცხოვრებაში კი მას ქეთისთან თითქმის არაფერი აქვს საერთო, ერთის გარდა – მისი ერთადერთი შვილისთვის კარგი დედაა. სალომესთვის ზაფხულის სეზონი განსაკუთრებულია, თუმცა, მისივე თქმით, წელს იმ ენერგეტიკის „აკრეფა“ ვერ მოასწრო, რომელიც მთელი წელი გაჰყვება.

სალომე შარვაძე: გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მოუთმენლად ველოდებოდი დასვენების სეზონს. თურქეთში ვიყავი. ყოველ წელს მთაში დავდივარ და ბაკურიანსა და ბათუმშიც ვიყავი. სასტუმრო „კოლიზეუმში“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავართ და რაღაც პერიოდს ზღვაზე ვატარებ – თან ვმუშაობ და თან ვისვენებ. ასე რომ, წელს დატვირთული სეზონი გვქონდა, უამრავი ტურისტი მივიღეთ და საქმეც ბევრი იყო.

– სალომე, ვინც გიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარხარ. სიახლეები და გამოწვევები რამდენად ხშირია შენს ცხოვრებაში და ხომ არ გაშინებს?

– მიყვარს და არ მაშინებს გამოწვევები და სიახლეები. რაც უფრო რთულია საქმე, მას შევეჭიდები და გამოდის, უფრო მომწონს. თან, ლომი ვარ ზოდიაქოთი და სირთულეები და გამოწვევები მიყვარს. თუმცა, ისეთ რამეს არ ავიღებ ჩემს თავზე, რასაც ვერ გავაკეთებ და არ გამომივა. თუ პასუხისმგებლობას ავიღებ, მას აუცილებლად რქებით მივაწვები და ბოლომდე მივიყვან, ბოლოს და ბოლოს, წლით ხარი ვარ (იცინის). ასე რომ, თვით ლომი და წლით ხარი ვარ და თავად წარმოიდგინეთ, როგორი მიმწოლი და საქმის გამკეთებელი ადამიანი ვიქნები (იცინის). თავზე ხელის გადასმით შემიძლია, გაუკეთებელი გავაკეთო. ამბიციური ხასიათი არ მაქვს, თუმცა ლიდერობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს.

–წლების მატებასთან ერთად, ცხოვრებაში უამრავი რამის გადაფასება ხდება, მაგალითად: ურთიერთობების, ადამიანების, ყოფითი ამბების, მოვლენების... შენს შემთხვევაშიც, ასე მოხდა? და, რას მიხვდი ამ გადასახედიდან?

– რასაკვირველია, წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ გადაფასდა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ადამიანების წრე მინიმუმამდე დავიყვანე. მხოლოდ ერთგული და ისეთი ადამიანები დარჩნენ, ვისაც გულით უხარია ჩემი ყოველი წარმატება. დროს არ ვკარგავ ისეთ ადამიანებზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს ერთ წამსაც კი, არც ფიქრით, არც ლაპარაკით და არც კონტაქტით. პირდაპირ შემიძლია, გავაქრო ასეთი ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან. წარსულზე ფიქრით თავს არ ვიღლი. თუმცა, უკან რომ დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლიდი, ისევ იმ გზას გავივლიდი, რაც გავიარე. უბრალოდ, ჩემს დროს არ დავხარჯავდი იმ ადამიანებთან, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებდა.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

🔵„პირველ კლასელის წიგნებს ჩავხედე და გული გამისკდა... გაგიჟება შეიძლება, მშობლები რატომ ვდუმვართ?“ - რას წერს მაგდა მამუკაშვილი

🔵კაცი კენგურუს თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა - შემთხვევა ავსტრალიაში

🔵ნინო ჩხეიძის ქმარი იუბილარია - როგორ მიულოცა მომღერალმა ქმარს დაბადების დღე

წყარო: tbiliselebi.ge