Digest Logo

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, მეგონა ჩემ ცხოვრებას ვერაფერი და არაფერი შეეხებოდა, მაგრამ...“ - დიანა ღურწკაია გარდაცვლილ ქმარზე

1747601280
 დიანა ღურწკაია

ბოლო წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო, რად­გან 2023 წლის 20 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე, პეტ­რე კუ­ჩე­რენ­კო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­გე­დი­ი­დან უკვე წლები, მომ­ღე­რა­ლი ვერ ეგუ­ე­ბა და­ნა­კარგს.

მომღერალი, რომელიც წლებია ეკრანზე არ გამოჩენილა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადაცემაში „ნოესთან“  იყო სტუმრად, სადაც ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კი სწორედ მისი გარდაცვლილი მეუღლე იყო.

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, მეგონა ჩემ ცხოვრებას ვერაფერი და არაფერი შეეხებოდა, ერთ დღეს კი ისე მოხდა ეს ცხოვრების ღერძი დატრიალდა და სულ სხვა ცხოვრება შეიქმნა ჩემს გარშემო. ვერ ვიტყვი, რომ ეს გადავიტანე, ამასთან ვცხოვრობ.

არ მაქვს უფლება ვიცხოვრო სხვანაირად, რადგან მეზრდება შვილი, არ მაქვს უფლება გავტყდე. 

როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა იმ დღეს ვემზადებოდი ერთ-ერთი პროექტისთვის, რა დროსაც ტელეფონიდან გავიგე, რომ ეს საშინელება დამატყდა თავს. არავის ვუსურვებ ამ გრძნობას, მტერსაც კი...

ძალიან დიდი დრო დამჭირდა მეთქვა ჩემი თავისთვის: ადექი და წადი“ - ამბობს დიანა ღურწკაია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვინმემ არ თქვას დრო მკურნალი არისო, დრო გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ, როცა შენი ცხოვრების ადამიანები გამოგეცლება ხელიდან“ - დიანა ღურწკაია

⭕ „საქართველოს ჩემთვის საოცარი ბედნიერების და სილაღის სურნელი აქვს, ჩემთვის ის როგორც თილისმა ისეა, სადაც არ უნდა ვიყო სულ თან მახლავს“- რას ჰყვება მომღერალი?

⭕ საშიში კრიმინალური დაჯგუფება „764“ ინტერნეტში - სათამაშო პლატფორმები, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, ბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა