Digest Logo

🎥 „ძალიან ბევრი ექსპონატი შევმატეთ მუზეუმს...“ - რას ჰყვება დადიანების სასახლის ხელნაწერთა ფონდის მცველი, ნაზი ქორთუა

1776976651
ნელი ქორთუა

დადიანების სასახლის ხელნაწერთა ფონდის მცველი ნაზი ქორთუა სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობასა და საქმიანობაზე ისაუბრა.

ნაზი ქორთუა ამბობს, რომ საქმიანობა დედამ შეაყვარა, რადგან იგი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ისტორიულ  შენობაში:

„ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მამა ჟურნალისტი იყო დედა კულტურის დამსახურებული მუშაკი, მუშაობდა დადიანების სასახლეში 30 წელი. დედამ მომიყვანა დადიანების სასახლეში და მას შემდეგ ასე ვარ. აქ გავიზარდე ბავშვობაშიც. პირველად ექსკურსია მძღოლად ვმუშაობდი. პატრიარქსაც კი ჩავუტარე ექსკურსია. მეშინოდა ისეთი რამე არ ეკითხათ, რაზედაც პასუხი არ მექნებოდა, არასდროს დამავიწყდება მისი მშვიდი სახე. ვინერვიულე, მაგრამ დავმშვიდდი.

დრომ რომ გაიარა, დედაჩემი გარდაიცვალა და მის ადგილზე დამაწინაურეს მე. ვიყავი ისტორიის განყოფილების გამგე. ძირითადად მასალა იყო დადიანებისა და დავდიოდით ექსპედიციებზე მუზეუმიდან. ძალიან ბევრი ექსპონატი შევმატეთ მუზეუმს.

ოჯახი არ შემიქმნია, ძირითადად ჩემი დატვირთვა იყო მუზეუმი და ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი სამსახურს. როდესაც დაკავებული ხარ იმ საქმით, რაც ძალიან გიყვარს არ ფიქრობ სხვა რამეზე. მოწონებით მომწონდნენ. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ჩემი უჭკუობით დავრჩი ასე. ზოგჯერ ვნანობ“, - იხსენებს ნაზი ქორთუა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მარტივი რიტუალი მარილით, რომელიც ფულს „იზიდავს“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

🎥 „ვთქვი, რომ არ დავთანხმდებოდი თანამდებობას, თუ მისი კურთხევა არ მექნებოდა...“ - რას ჰყვება დავით ფაცაცია უწმინდესზე

🎥 „ყველა დილა ცრემლებით მეღვიძებოდა და მეძინებოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი მამა ცოცხალი გადარჩეს მეთქი...“ - დავით ფაცაცია სოხუმის დაცემის პერიოდს იხსენებს