აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა.
მინისტრმა დეტალურად გაიხსენა ბავშვობა, კერძოდ, სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის ომის პერიოდი. დავით ფაცაცია ემოციურად ჰყვება როგორ გადაურჩა მამამისი ომს:
„11 წლის გავხდი თბილისში ორ იანვარს, იმ წელს ჩვენ სოხუმი დავტოვეთ. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი დამღა, რომელმაც უდიდესი სტრესი და ტკივილი მომაყენა. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ეს სტრესი დავძლიე. 18 სექტემბერს იყო დედაჩემის დაბადების დღე, გადმოვედით 17 დედმამიშვილი და ბიძაშვილები. დედამ წამოგვიყვანა, მამაჩემი კი როგორც აეროპორტის ხელმძღვანელი ბოლომდე იყო იქ. მამას ტელეფონით ველაპარაკებოდით და ამბობდა, რომ მოვა დახმარება და ყველაფერი კარგად იქნებაო. ჩვენ რა თქმა უნდა გულწრფელად გვჯეროდა ამის.
გავერიდეთ უბრალოდ ნაღმებს და ტყვიებს. როცა გავიგეთ მეორე დღეს სოხუმის დაცემის ამბავი, იყო წარმოუდგენელი მომენტი განსაკუთრებით დევნილებისთვის. ჩემთვის როგორც ბავშვისთვის, ასეთი ფიქრები მქონდა - მამა გამოჩნდება, ხვალ, ზეგ, მაზეგ. ერთი კვირა გავიდა, ორი, სამი. ვიღაცა მოვიდა და ჰყვებოდა საშინელებებს, ყელგამოჭრილი ეგდო ჭიშკართანო. ჩემთვის როგორც ბავშვისთვის იყო ძალიან დიდი ტკივილი. ვიღაცა გვამშვიდებდა ჭუბერით მოდისო. ყველა დილა ცრემლებით მეღვიძებოდა და მეძინებოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი მამა ცოცხალი გადარჩეს მეთქი. დღემდე ამას ვიფიცები, რომ ოჯახი მყავდეს კარგად.
21 ოქტომბერი იყო ჩემი ძმის დაბადების დღე, ჩვენმა ნათესავმა დარეკა სიხარულით - გოგი ბიძია ცოცხალიაო. ვიგრძენი, რომ მეორედ დავიბადე და ყველაზე ძლიერად ღმერთის ძალა მაშინ განვიცადე“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა...“ - რას წერს გივიკო დიდია