Digest Logo

🎥 „ვთქვი, რომ არ დავთანხმდებოდი თანამდებობას, თუ მისი კურთხევა არ მექნებოდა...“ - რას ჰყვება დავით ფაცაცია უწმინდესზე

1776972248
დავით ფაცაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა.

მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ომის გმირებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე, რომლისგანაც თანამდებობაზე დანიშვნის წინ, კურთხევა მიიღო:

„ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა მივბაძო ჟიული შარტავას მაგალითს, გურამ გაბისკირიას მაგალითს, რაულ ეშბას, რომელიც აფხაზი იყო სულით ხორცამდე. ის იდგა იმ მხარეს, სადაც უნდა ყოფილიყო.

საერთო ჯამში 27 სექტემბერი იყო ტრაგედია, თუმცა ეს დღე, როგორც პატრიარქმა აღნიშნა, არის ჯვართამაღლების დღე, ღირსების დიდების და გმირობის. ეს არის ისტორიული და მასაზრდოებელი ჩვენი თაობებისთვის. ძალიან რთულია და ტკივილია ოჯახის წევრების დაკარგვა, თუმცა ერისთვის არის დიდი ენერგია.

ძალიან ბევრი ქართველი გადაარჩინეს აფხაზებმა, როცა ჩეჩნები იყვნენ და ა.შ. აფხაზმა ოჯახებმა დაიცვეს და დაიფარეს ქართველები, ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი ჰუმანურობის. უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს.

ომის შემდეგ ქართველების უმრავლესობაში არ ყოფილა განცდა, რომ აფხაზი მტერია. დღემდე ეს ნაიარევი გვადევს. მე მჯერა რომ აფხაზეთის დაბრუნება მალე მოხდება.

მე უწმინდესმა მაკურთხა, როცა ამ თანამდებობაზე ვინიშნებოდი. მაშინ ვთქვი, რომ არ დავთანხმდებოდი, თუ მისი კურთხევა არ მექნებოდა. მაქვს ბედნიერება, რომ მან მომცა ამის კურთხევა, იმის მერე სულ მაქვს იმის განცდა, რა სკამზედაც ვზივარ, მისი და უფლის დამსახურებაა“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველა დილა ცრემლებით მეღვიძებოდა და მეძინებოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი მამა ცოცხალი გადარჩეს მეთქი...“ - დავით ფაცაცია სოხუმის დაცემის პერიოდს იხსენებს

⭕ ვის ეთაყვანებოდნენ რომის დაუმარცხებელი ლეგიონერები, სანამ მსოფლიო ქრისტიანული გახდებოდა? - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ „შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა...“ - რას წერს გივიკო დიდია