2 სექტემბერს ცნობილმა შეფმზარეულმა ლევან კობიაშვილმა, ნინა ილურიძესთან ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერასთან ერთად, შეფმზარეული იუბილარიც იყო და ორივე მნიშვნელოვანი თარიღი ერთად აღნიშნა წყვილმა.
წყვილი „მეხუთე ელემენტის“ სტუმარი იყო, სადაც მათ სიყვარულსა და გაცნობის ისტორიაზე ისაუბრეს:
„მე მივედი ჩემი ფეხით, დეიდაჩემთან ერთად, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახალი ჩამოსული ვიყავი რომიდან და ჩემი ოცნების პალტო მეცვა, ძალიან ლამაზი, ვიყავი გაპრანჭული. დავსხედით და მახსოვს, ლევანი რამდენიმე მაგიდის იქით იჯდა, რომ გითხრათ, ვერ ვიცანი, მოგატყუებთ, თუმცა იმ პერიოდში „მასტერ შეფს“ არ ვუყურებდი.
მახსოვს, ძალიან დაკვირვებულად მიყურებდა, დაჟე იმდენად, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი და თამარის ვუთხარი, რატომ მიყურებს ეს კაცი -მეთქი.
ხომ გქონიათ ის მომენტი, ვიღაც რომ გიყურებს და ფიქრობ, ნეტა ხომ არ ვიცნობ... შემდეგ ლევანი თავად მოვიდა, ოფიციანტმა დაიგვიანა მოსვლა და გვითხრა, რას მიირთმევთ, დესერტებზე დაგვპატიჟა“, - ამბობს ნინა ილურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნათლულებს შორის ყველაზე პატარა მესტუმრა...“ - პატარა მელანიას სიურპრიზი ნატო დუმბაძეს