Digest Logo

„ძალიან ფიცხი ვარ, გუშინ კოღომ გამომიყვანა მდგომარეობიდან, ომი გვქონდა...“ - გოგა ბარბაქაძე ფარული ნიჭის, შვილების, ოჯახისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ

1718190386
გოგა ბარბაქაძე

მსახიობი გოგა ბარბაქაძე სტუმრად, ეკო ფანგანის რუბრიკაში „#13კითხვა“ პასუხობს.

გოგამ გადაცემაში ფარული ნიჭის, მამოძრავებელი მოტივაციის, შვილების, ოჯახისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

„ჩემი ფარული ნიჭი არის ის, რომ ვარ კარგი მზარეული და ჩემი გაკეთებული საჭმელი ყველას მოსწონს“, - ამბობს მსახიობი.

მსახიობმა სცენაზე გასვლის ემოციებზე ისაუბრა.

„საშინელი პროფესია გვაქვს, რომელიც შიგნიდან გვჭამს, მაგრამ რატომღაც მაინც კმაყოფილებას ვიღებთ. სცენაზე გასვლის წინ დღემდე უზომოდ ვნერვიულობ და ერთი სული მაქვს როდის გავალ და დავდგამ სცენაზე ფეხს“, - ამბობს გოგა ბარბაქაძე.

მან ასევე ფეხბურთის სიყვარულის შესახებაც ისაუბრა.

„რომ იციან ყაზახეთის რაღაც გუნდი და მაგაზე აქ რომ ნერვიულობენ, ეგეთი გულშემატკივარი არ ვარ. მე ვარ ჩემი ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი და მსოფლიოზე ბავშვობიდან ბრაზილიის“,- ამბობს მსახიობი.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინც ეძებს სიყვარულს ზაფხულში ეძებოს, ზამთარში ვერ იპოვის... დავბერდი, მაგრამ ისევ მინდა ვინმემ ყვავილები მაჩუქოს“ - ზაფხულის დაუვიწყარი მოგონებები

⭕ „ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა იოანე ზოსიმეს შედევრის შეძენითა და საქართველოსათვის გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო“ - საქართველოს მუზეუმთა ალიანსი

🎥 რომელი ნივთიერებების შემცველი პროდუქტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს? - ზაზა თელიას რჩევები