იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარიამ სირბილაძე 2023 წლის 19 დეკემბერს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეს მას დაბადების დღე აქვს, გარდაცვლილი ქალი 39 წლის გახდებოდა.
აწ. გარდაცვლილ ემიგრანტს მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურად იხსენებს და მას დაბადების დღეს ულოცავს:
„მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო“, - წერს მერიემ ჯაოშვილი.
შეგახსენებთ, რომ მარიამ სირბილაძე წლების წინ სიმსივნე დაამარცხა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოფიციალურად დადასტურდა, ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!“ - გიორგი ფხაკაძე