მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც სტუდენტობის რთული პერიოდი გაიხსენა და მშობლიურ ქუთაისზე ისაუბრა.
„ჰო ვამბობთ რომ ბავშვობა იყო ძალიან რთული, მე პირიქით ვიყავი. დედის და მამის მხრიდან, ორივე მხრიდან საკმაოდ შეძლებული ოჯახები იყვნენ. როცა სტუდენტი გავხდი პირიქით მოხდა. ეს შესაძლებლობები რაც მაშინ მქონდა გაქრა და დაემთხვა სტუდენტობის პერიოდს. სიყვარული გამომყვა, მაგრამ მარტო ამით თავს ვერ გაიტან. მე თეატრალურში ჩაბარება მინდოდა, ეკრანზე გამოჩენაზე ვოცნებობდი. ჩემ მშობლებს ეს არ უნდოდა. ფინანსურადაც ძალიან უჭირდა ოჯახს, მამაჩემიც მალე დაიღუპა, მეორე კურსზე ვიყავი. საერთოდ არ ვიცოდი სად მოვდიოდი. არ მქონდა სწავლის ფული და დედაჩემს 450 ლარი ჰქონდა ზუსტად ხელფასი. 3 წელი რუსთავის სოფლებში ვიყავი დენის ინკასატორი. 500 ლარი მქონდა ხელფასი. პარალელურად „გეპეიში“ მან-სან-კანში ვმუშაობდი. მეცოდებოდა ხალხი ოთხი შვილით რომ გამოდიოდა დედა დენს ვერ ვუთიშავდი გადასახადის გამო. პრემია ამის გამო არასდროს ამიღია. უნდა იყო ის ვინც ხარ, მაგრამ კეთილი აუცილებლად უნდა იყო.
ყველაფერი კარგი ჩემთვის ქუთაისთან ასოცირდება. დედაქალაქის მადლობელი ვარ მაგრამ ყველგან ვამბობ, რომ ქუთაისელი ვარ. ყველა ჩემს დაბადების დღეს ქუთაისში ვიხდი, ჯვრისწერაც იქ მქონდა. იმისთვის რომ კირას პირადი ნომერი 6000-ით დაწყებულიყო მეუღლე წავიყვანე და ქუთაისში ვამშობიარე“, - ჰყვება გიორგი გაბუნია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ: