Digest Logo

„ჩააგონეთ შვილებს, ოჯახის წევრებს, რომ სულ მცირე, ფხიზლებმა მართონ საჭე...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

1729187168
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხის შესახებ საკუთარ აზრებს უზიარებს ხოლმე. 

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ავტოკატასტროფების შესახებ წერს:

„1 კვირაში 8 ახალგაზრდა დაიღუპა საგზაო შემთხვევით, მათ შორის მარტვილში ორსული გოგო.
რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებიც არიან.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას.

ეს არის ის ამბავი, რაც მე გავიგე, მაგრამ შესაძლოა, უფრო მძიმეც იყოს სტატისტიკა.
მძღოლები არსად ისე ცუდად არ ექცევიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს, როგორც ჩვენთან.
არსად ისე სუსტად არ მუშაობს პოლიცია საგზაო შემთხვევების მკვეთრად შესამცირებლად, როგორც ჩვენთან.
არსად არის მძღოლთა თვითშეგნება ისეთი დაბალი, როგორც ჩვენთან.

ამას ემატება გაუმართავი მანქანების სიმრავლე, ჯერ კიდევ არასაკმარისი ინფრასტრუქტურა საგზაო შემთხვევების შესამცირებლად, ძველი ცოდვები მართვის მოწმობების უკანონოდ და არასამართლიანად გაცემასთან დაკავშირებით.

ამას მოწმობს ყოველწლიური უმძიმესი სტატისტიკა.
გამოფხიზლდით, ყველა ოჯახს ემუქრება საგზაო შემთხვევით გამოწვეული ტრაგედია.
ჩააგონეთ შვილებს, ოჯახის წევრებს, რომ სულ მცირე, ფხიზლებმა მართონ საჭე, სულ მცირე - სიჩქარეს არ გადააჭარბონ“, - წერს გოგა ჩანადირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ომი გადავა გლობალურ პროცესებში...“ - რას მოუტანს მარსი-პლუტონის ოპოზიცია მსოფლიოს, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“

⭕ „ფაქტობრივად, სამოდელო ბიზნესში იმავეს აკეთებს, რასაც „კვარა“ ფეხბურთში“ - ზაზა შენგელია მატილდა გვარლიანზე