საქართველო 27 წლის მსოფლიო ჩემპიონს დაემშვიდობა - ნუგზარ წურწუმიას ურთულესი გზა სპორტულ კარიერაში და ტრაგიკული დასასრული, რომელმაც სპორტული სამყარო შეძრა.
გარდაცვლილს მეგობრები გადაცემაში „იმედის დღე“ იხსენებენ.
„ღმერთის სწამდა ძალიან.
სიჩუმეა დარბაზში. შემოაღებდა ოთახის კარებს, გძინავთ? ვერ ისვენებდა, ძალიან ენერგიული იყო, ეგეთი ადამიანი ნაკრებში არ ყოფილა.
ბავშვობაში სირთულეები ჰქონდა, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული. ერთი წლის წინ დედამისს დაუდგინეს მძიმე დაავადება, სიმსივნის ბოლო სტადია. რამდენიმე თვე საფრანგეთში იყვნენ.
ერთი წელიც არ გასულა, რაც დედა გარდაეცვალა. დედის სიკვდილის შემდეგ მალევე მამაც გარდაეცვალა, დაახლოებით 3 თვეში.
ერთ წამს ვიცინი, მაგრამ სახლში მარტო რომ ვრჩები, ცუდად ვარო. ძალიან განიცდიდა მარტო ყოფნას.
ძალიან უნდოდა ოჯახის შექმნა, ყოველთვის მეკითხებოდა, რა გრძნობაა, როდესაც გყავს შვილი. ოცნებობდა შვილის ყოლაზე, სამწუხაროდ ვერ მოესწრო“, - ამბობენ გარდაცვლილი სპორტსმენის მეგობრები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მამა კარგად არის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტეთ“ - რას წერს ნატალია ყიფშიძე